კომპანია Metallwarenfabrik Gemmingen GmbH ქარხანა აწარმოებს ელექტრო დანადგარების კომპონენტებს, ალტერნატორებს და ელექტრო გენერატორებს .


საწარმო დაინერგა 1961 წელს. ამავე წელს წარმოებაში ჩაეშვა ელექტრო ტექნიკის ჩამოსასხმელი ნაწილების ხაზი. მალევე დაიწყო წარმოება IEC ყველა სტანდარტული ტიპის ძრავის და შემუშავება სრული გადაწყვეტილებების ელექტრო ძრავებისთვის.


პროექტირებიდან - წარმოებამდე 300 სპეციალისტზე მეტი ახორციელებს გეკო-ს და ეისემანის ბრენდების ელექტრო გენერატორების და მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოებას ერთი სივრციდან და უაზრუნველყოფენ საუკეთესო წარმადობას მსოფლიო ბაზრისთვის გენერატორების მიწოდების მიმართულებით! წარმოების, ლოკისტიკის და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას სადილერო ქსელში და მომხმარებლისთვის როგორც გენერატორების, ასევე მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების და ეს ყველაფერი შეეხება ელექტრო გენერაციის სისტემებს! გეკოს მაღალკვალიფიციური პერსონალის და შესაბამისად პროდუქციის მარალი ხარისხი უზრუნველყოფს პოპულარობის და გაყიდვების დინამიკის ზრდას ყოველდღიურად მთელს მსოფლიოში!


გეკო აწარმოებს ფართო ასორტიმენტის ელექტრო გენერაციის სისტემებს, რომელიც განკუთვნილია როგორც საყოფაცხოვრებო პირობებისათვის, ასევე კომერციული, ინდუსტრიული და სამხედრო სპეციალური დანიშნულების ელექტრო გენერატორებს მაღალ ტექნოლოგიური ციფრული სისტემებით! ლიდერის უმტავრესი თვისებაა და პირობა მუდმივი განვითარება და სრულყოფისაკენ სწრაფვა, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი თვისებებით და უპიარტესობით გამოირჩევა "გეკო"-ს და "ეისემანი"-ს ბრენდები!

ფაქტები

  • კომპანია გეკო-ს და ეისემანი-ს მწარმოებელი გახლავთ კომპანია Metallwarenfabrik Gemmingen-ი.
  • მწარმოებლის ქარხანა მდებარეობს გერმანიის ინდუსტრიულ ზონაში Gemmingen-ში.
  • მწარმოებელი ახორციელებს გენერატორების და კომპონენტების წარმოებას 1961 წლიდან
  • საწარმოო ბაზაზე მუშაობს 300-ზე მეტი კვალიფიციური სპეციალისტი.
  • კომპანის ბრენდები საქართველოს ბაზარზე ინერგება 2002 წლიდან
  • კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2002 წლიდან გეკო ეისემან ჯორჯია გახლავთ
  • კომპანია გეკო ეისემანნ ჯორჯია წარმოადგენს კომპანია გლობალ ენერჯის შვილობილ კომპანიას
  • გეკო-ს ბრენდის გენერატორი მიწოდებულია ყველაზე მოწინავე კომპანიებსა და ორგანიზაციებში
  • გეკო-ს ბრენდის გენერატორებზე არასოდეს არ დაფიქსირებულა ქარხნული წუნი!
  • გეკო ხარისხი ელექტრო გენერაციის სისტემებში დამკვიდრებულია როგორც ხარისხის ნიშანი!