შეცვლა და დაბრუნება

  • ფრთხილად შევფუთოთ ორიგინალ შესაფუთ ყუთში სრული კომპლექტაციით.
  • შეავსეთ განაცხადი დაბრუნებაზე ელექტრონულად ან ბეჭდური ვარიანტი.
  • დაურთეთ გადახდის ქვითარი, აგრეთვე თანხის დაბრუნების მეთოდი და მონაცემები.~მიუთითეთ კომპანიის რეკვიზიტები:
  • ფიზიკური მისამართი და გზავნილის სტატუსი.
  • ფოსტით გამოგზავნის შემდგომ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე სტატუსი და გზავნილის კოდი return@geko.ge
  • პროდუქციის დაბრუნების და გამოცვლის საფუძვლები

შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს პროდუქციის დაბრუნება, იმ შემთვევაში, თუ შეძენილი პროდუქცია ტექნიკურად წუნდებულია, არ იყო ექსპლუატაციაში, შენარჩუნებული აქვს ორიგინალი მონაცემები, საწარმოს დოკუმენტაცია და ეტიკეტები, სავაჭრო იერსახე და შეფუთვა.

ტექნიკური წუნის აღმოჩენისას, მყიდველმა უნდა განახორციელოს მიმწოდებლის ინფორმირება წერილობით ფოსტით ან ელ-ფოსტის მეშვეობით, პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა. ტექნიკური წუნის დასადასტურებლად საჭიროა მიმწოდებლის ან დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს.

აგრეთვე, მყიდველს უფლება აქვს განახორციელოს შეძენილი პროდუქციის დაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შეცდომით იყო მიწოდებული სხვა პროდუქცია. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს. შეცდობის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველმა უნდა განახორციელოს მიმწოდებლის ინფორმირება, პრობლემის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, წერილობით; ფოსტით, ელ-ფოსტით ან ფაქსის მეშვეობით.

პროდუქცია უნდა იყოს დაბრუნებული ორიგინალ შეფუთვაში და თანდართული დოკუმენტაციით. ორივე ან ერთ ერთი პრობლემის აღმოჩენის და დამტკიცების შემთხვევაში, მყიდველმა უნდა შეავსოს განაცხადი და მოითხოვოს პროდუქტის გამოცვლა ან თანხის დაბრუნება. აუცილებელია, გადახდის ქვითრის და შემსყიდველის პირადობის წარმოდგენა.

მყიდველს ააქვს უფლება მოითხოვოს პროდუქციის შეცვლა, თუ მას გააჩნია სურვილი და ინტერესი შეიძინოს განსხვავებული კონფიგურაციის და წარმადობის გენერატორის ან სათადარიგო ნაწილი. ამ შემთვევაში, შეცვლასთან დაკავშირებული სრული ხარჯი ეკისრება მყიდველს, ვინაიდან შეცვლა არ ხორციელდება მიმწოდებლის მიზეზით, პრობლემის და წუნდების გამო.


საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს:


http://expertiza.gov.ge/