რას ნიშნავს CE მარკირება?

08/12/2016
მომხმარებელი Global Energy
CE მარკირება

რას ნიშნავს CE მარკირება ელექტრო გენერაციაში?

მარკირება CE (აბრევიატურა FR. Conformité Européenne — ევროპული შესატყვისობა) — სპეციალური ნიშანი, რომელიც დაირთვება პროდუქციაზე და ადასტურებს, რომ პროდუქცია წარმოებულია ევრო კავშირის ნორმების შესატყვისობით; აგრეთვე ადასტურებს, რომ წარმოებულმა პროდუქციამ გაიარა ტესტირების და შეფასების პროცედურები, რომელიც ადასტურებს, ორმ პროდუქცია არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის და გარემოსთვის.

აგრეთვე, CE წარმოადგენს ხარისხის დამადასტურებელ ნიშანს. გადაწყვეტილება - ნორმა 768/2008/EC (DECISION No 768/2008/EC); მიღებულია 2008 წლის 9 ივლის; არეგულირებს უფლება-მოვალეობებს CE მარკირების გამოყენებაზე.

ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ელექტრო გენერატორების ყველა ბრენდი და მოდელი შეესატყვისება CE მარკირების ნორმებს.

მოცემული ნორმა ვრცელდება ყველა ტიპის პროდუქციაზე და ორმაგად გასათვალისწინებელია გენერატორის შეძენისას, რათა დარწმუნებული იყოთ აგრეგატის სტანდარტების შესატყვისობაში და ექსპლუატაციაში მისი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.